ხელვაჩაურსა და ქობულეთში, მუნიციპალიტეტების მერიების, (ა)აიპ „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ინტერნეტ-პროვაიდერების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე განხილული იყო ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, პროექტ Log-in Georgia-ს ფარგლებში, აჭარის რეგიონში მიმდინარე საპროექტო სამუშაოები და სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
აღნიშნულ შეხვედრებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში წარმოდგენილი ტელეკომ-ოპერატორებიდან ესწრებოდნენ: „ნეტსერვისი“, „ეარლაინი“, „გრინტვი“ „ნიუნეტი“, „რეგიონ ონლაინი“, „სქაიტელი“ და “ ოპტიმლაინი“.