“Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის აქტიური ნაწილის მე-2 ფაზის შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696751&lang=ge

განცხადების ნომერი: DEP260000033

Log In Georgia  წარმოადგენს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ციფრული უთანასწორობის შემცირებას ერთიანი, ნეიტრალური, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნით და რომელიც საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ქმნის მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას.

სიახლეები

გაეცანი სიახლეებს