პროექტი Log-In Georgia

Log-in Georgia — საქართველოს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროექტი

Log-In Georgia არის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ციფრული უთანასწორობის შემცირებას ერთიანი, ნეიტრალური, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნით და რომელიც საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ქმნის მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას.

Log In Georgia  ხორციელდება ა(ა)იპ ოუფენ ნეტის მიერ მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებით იქმნება შესაძლებლობა შემცირდეს ინფრასტრუქტურული დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის თანაბარ წვდომას ციფრულ სერვისებზე.

პროექტის მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი გამოყენების ხელშეწყობა. აღნიშნული  მიზანი სრულად შეესაბამება სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტებს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის ზრდას, რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვას და ციფრული უნარების განვითარებას.

  Log-In Georgia “-ს სამიზნე არეალი  მოიცავს 700-მდე დასახლებულ პუნქტს, ე.წ. თეთრი ზონებს, სადაც 200 და მეტი მოსახლე ცხოვრობს და ამავდროულად,  ოპტიკური ინფრასტრუქტურით არ არის წარმოდგენილი კერძო ოპერატორი.

პროექტი მოიცავს ორ მთავარ კომპონენტს:

  1. ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელიც შეამცირებს ინფრასტრუქტურულ უთანასწორობას და შექმნის ციფრული კავშირისთვის აუცილებელ სამართლებრივ და მარეგულირებელ ინსტუმენტებს. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში ა(ა)იპ ოუფენ ნეტი ახორწილებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის პროეტქირებას და მშენებლობას.
  2. პროექტის მეორე კომპონენტი კი მოიცავს ციფრული ჩართულობის გაზრდას, უზრუნველყოფს ინტერნეტსერვისების გამოყენების წახალისებას და არსებული ციფრული ბარიერების აღმოფხვრას მიზნობრივი აქტივობების მეშვეობით. აღნიშნული აქტივობები მოიცავს ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და ტრენინგებს.


Log In Georgia ინტერნეტპროვაიდერებს (ISP-ებს) უზრუნველყოფს ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე თანაბარი წვდომით, არადისკრიმინაციული პირობებით.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს გრძელვადიანი განვითარების მიზნებს და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას იმ დასახლებებში, სადაც დღემდე არ არსებობდა მაღალი ხარისხის და სიჩქარის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. პროექტი საქართველოს მასშტაბით ქმნის მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პირობებს.

 

სიახლეები

გაეცანით სიახლეებს