სახელმწიფო პროგრამა
საქართველოში ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად, ინტერნეტთან წვდომის გაფართოებისა და მოქალაქეთა შორის ციფრული უნარების ასამაღლებლად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი კავშირის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს კერძო ოპერატორების მიერ საცალო ქსელების მშენებლობას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას. შედეგად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი პროგრამები და სერვისები, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები – იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა.
მნიშვნელოვანია, რო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ოუფენ ნეტი არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.
სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:
- ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა
- სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება
- შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.
სახელმწიფო პროგრამის სამიზნე არეალები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის #375 დადგენილებაში მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად, – ოპტიკური ქსელი შენდება იქ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია და ასევე, აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კომერციულ ოპერატორებს არ აქვთ უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა.
ამავე დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე, თუკი იგი გაივლის თეთრი ზონის ისეთ დასახლებულ პუნქტ(ებ)ში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია 200-ზე, მაგრამ არანაკლებია 100-ისა, ასეთ დასახლებულ პუნქტებში უზრუნველყოფილია დაშვების წერტილების მოწყობა და შესაბამისი მომსახურების გაცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კერძო სექტორის მხრიდან იქნება მოთხოვნა, ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს მისთვის სერვისების მიწოდებას.
ქსელის მშენებლობა ხორციელდება ოუფენ ნეტის მიერ, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
სიახლეები
გაეცანი სიახლეებს
Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, თბილისი-მარნეული-წალკის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი...
Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, წალკა-ახალქალაქი-ახალციხის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი...
2025 წლის 7 ნოემბერს, ა(ა)იპ ოუფენ ნეტმა გამართა ბაზრის კვლევის (Market Early Engagement) შეხვედრა „IP/MPLS აღჭურვილობის მიწოდების, ინსტალაციის...
„IP/MPLS აღჭურვილობის მიწოდების, ინსტალაციის და შესაბამისი სერვისების მიწოდების” შესყიდვასთან დაკავშირებით ოუფენ ნეტი აცხადებს ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით...
ოუფენ ნეტი ინჟინრის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა...
პროექტ Log-In Georgia-ს 2024 წლის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე დოკუმენტის ჩამოტვირთვა – OpenNet_SPPFS_LoginGeorgia_FY24
...