ოუფენ ნეტი აცხადებს RFQ-ს (მოთხოვნა ფასთა გამოკითხვაზე): „DELL-ის მყარი დისკებისა (SSD) და ოპერატიული მეხსიერების განახლება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის“

პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის  მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის  ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ინტერნეტის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა.

პროექტს ახორციელებს და ადმინისტრირებას უწევს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ოუფენ ნეტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ზედამხედველობითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაწილეობით.

ოუფენ ნეტი აქვეყნებს მოთხოვნას ფასთა გამოკითხვაზე (RFQ): “DELL-ის მყარი დისკებისა (SSD) და ოპერატიული მეხსიერების განახლება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის”.

ფასთა გამოკითხვის მოთხოვნის (RFQ) დოკუმენტი იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში:  https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=714222&lang=ge 

განცხადების ნომერი : DEP260000047

შესყიდვა ტარდება მსოფლიო ბანკის 2025 წლის სექტემბრის მე-7 გამოცემის შესყიდვების რეგულაციებით.

მიმწოდებლებმა ფასთა კოტირების წინადადება უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, PDF ფორმატში, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე procurement@opennet.ge  არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრის 18:00 სთ (თბილისის დროით).

სიახლეები

გაეცანი სიახლეებს