ცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე: „ინტერნეტის მიზნობრივი გამოყენების შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი”

ოუფენ ნეტი აცხადებს კონკურსს ინტერესთა გამოხატვის შესახებ: „ინტერნეტის მიზნობრივი გამოყენების შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი“.

კონკურსის დეტალები იხილეთ თანდათულ ტექნიკურ დავალებაში TOR

საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა ტარდება მსოფლიო ბანკის 2016 წლის ივლისის შესყიდვების რეგულაციით (2025 წლის სექტემბრის განახლებული ვერსია).

გამოცხადებულ კონკურსში დაინტერესებულმა საკონსულტაციო (კვლევითმა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია, რომელიც სრულად უპასუხებს ტექნიკურ დავალებაში წარმოგგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (იხ. თავი „პრეტენდენტის კვალიფიკაციები“).

შერჩევის ამ ეტაპზე პრეტენდენტები არ წარმოადგენენ ფინანსურ წინადადებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის აუცილებელია ინფორმაციის წარმოდგენა ელექტრონულად, PDF ფორმატში, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@opennet.ge

კონკურსში მონაწილეობის (ინტერესთა გამოხატვის) ბოლო ვადაა 2026 წლის 25 მარტი.

პროექტი Log-in Georgia  საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის  მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის  ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ინტერნეტის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა.

პროექტს ახორციელებს და ადმინისტრირებას უწევს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ოუფენ ნეტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ზედამხედველობითა და კომუნიკაციების კომისიის მონაწილეობით.

სიახლეები

გაეცანი სიახლეებს