თბილისი-მარნეული-წალკის მიმართულებაზე მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, თბილისი-მარნეული-წალკის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663674&lang=ge 

განცხადების ნომერი: DEP250000053

მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი სოციალური და შრომის უსაფრთხოების რისკების მართვის მიზნით შემუშავებულია ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა, რომლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სამშენებლო კომპანიის მიერ.

Log In Georgia   წარმოადგენს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ციფრული უთანასწორობის შემცირებას ერთიანი, ნეიტრალური, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნით და რომელიც საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ქმნის მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას.

სიახლეები

გაეცანი სიახლეებს