ხულო-ახალციხე-ბორჯომის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის ტენდერი

Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, ხულო-ახალციხე-ბორჯომის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისა და მონაწილეთა შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება Pre-Bid შეხვედა. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=631277&lang=ge  

განცხადების ნომერი: DEP250000010

მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი სოციალური და შრომის უსაფრთხოების  რისკების მართვის მიზნით შემუშავებულია ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა , რომლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სამშენებლო კომპანიის მიერ.

Log In Georgia    წარმოადგენს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ციფრული უთანასწორობის შემცირებას ერთიანი, ნეიტრალური, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნით და რომელიც საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ქმნის მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას.

სიახლეები

გაეცანი სიახლეებს