წალკა-ახალქალაქი-ახალციხის მიმართულებაზე მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, წალკა-ახალქალაქი-ახალციხის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656903&lang=ge 

განცხადების ნომერი: DEP250000046

Log In Georgia    წარმოადგენს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ციფრული უთანასწორობის შემცირებას ერთიანი, ნეიტრალური, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნით და რომელიც საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ქმნის მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას.

სიახლეები

გაეცანი სიახლეებს