ოუფენ ნეტი ინჟინრის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას.
საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა ხულო-ახალციხე-ბორჯომის რეგიონში (დეტალები ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=631277&lang=ge)
ოუფენ ნეტი იწვევს შესაბამის საკონსულტაციო კომპანიებს გამოხატონ ინტერესი ზემოაღნიშნული მომსახურებების გაწევის მიზნით.
საკოონსულტაციო მომსახურება უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, სამშენებლო სამუშაოების შესრულებას შეთანხმებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში და, მეორე მხრივ, თანხვედრას დამტკიცებულ პროექტთან, ტექნიკურ, გარემოსა და სოციალურ მოთხოვნებთან.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ზოგადი, თუმცა სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მათ კვალიფიკაციას მომსახურების შესრულებისთვის ტექნიკური დავალების (TOR) მოთხოვნების შესაბამისად. ინტერესის გამოხატვის (EOI) ეტაპზე ფინანსური წინადადების წარმოდგენა არ არის მოთხოვნილი და შესაბამისად, დაუშვებელია.
სააკონსულტაციო კომპანია შეირჩევა მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი შესყიდვების რეგულაციების მიხედვით.
დეტალური ინფორმაცია დავალების შესახებ იხილეთ ინგლისურ ენაზე