ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
Log in Georgia

Log in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა

სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც პროექტ „Log in Georgia“-ს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის ფარგლებში გამოცხადდა, გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვისა და შეფასების საფუძველზე, სოფლად ფართოზოლოვანი ინტერნეტის დანერგვის მიზნით, დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების ჩართულობას.

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება

ვაშინგტონი, 28 აგვისტო, 2020 – მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

'' Log in Georgia''-ს პროექტის ფარგლებში ვებინარი გაიმართება

გაცნობებთ, რომ პარასკევს, 24 ივლისს, 14:00  საათზე  "Log in Georgia"-ს პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ჩარჩოდოკუმენტების განხილვის მიზნით, გაიმართება ვებინარი .  

''LOG IN GEORGIA'' -ს პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ჩარჩოდოკუმენტები მომზადდა

"Log in Georgia" -ს პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შემუშავდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ჩარჩოდოკუმენტები, რომლებიც აღწერს პროექტის ზემოქმედებას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და მასთან დაკავშირებულ ასპექტებს.

მსოფლიო ბანკი საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიას და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia",