პროექტ Log-In Georgia-ს ფარგლებში, ინჟინრის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე
საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა ლეჩხუმში (დეტალები ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=428012&lang=ge) და რაჭაში (დეტალები ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=428094&lang=ge), რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების შესრულება შეთანხმებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში და, მეორე მხრივ, თანხვედრაში იყოს დამტკიცებულ პროექტთან, ტექნიკურ, გარემოსა და სოციალურ მოთხოვნებთან.
დეტალური ინფორმაცია დავალების შესახებ იხილეთ TOR-ში.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მათ მიერ საკვალიფიკაციო ნორმებთან თანხვედრას (TOR-ში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად). ამ ეტაპზე კომპანიებმა არ უნდა წარმოადგინონ ფინანსური წინადადებები.
საკონსულტაციო კომპანია შეირჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგლამენტში გაწერილი 2016 წლის ივლისით დათარიღებული საინვესტიციო პროექტების ფინანსირების პროცედურების შესაბამისად (განახლებული 2017 წლის ნოემბერსა და 2018 წლის აგვისტოში).
ინტერესთა გამოხატვა უნდა განხორციელდეს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: procurement@opennet.ge. 2022 წლის 11 მარტის 17:30-მდე (ადგილობრივი დროით)