ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ოუფენ ნეტი

ოუფენ ნეტი

ა(ა)იპ ოუფენ ნეტის მისიაა საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, რომელიც, თავის მხრივ, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის თანაბარი შესაძლებლობები და საზოგადოებამდე მივიტანოთ ცოდნის ის ბაზა, რომელიც ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ოუფენ ნეტი ახორციელებს პროექტს Log-In Georgia, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება და რომლის ფარგლებშიც ხორციელდება, როგორც მაღალხარისხიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე  ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული წიგნიერების განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები, ინტერნეტისა და ციფრული სერვისების მოხმარება სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე საზოგადოების მიერ.

ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, ოუფენ ნეტი ახორციელებს საპილოტე და Log-In Georgia-ს პროექტების ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურის მართვას, სადაც ნებისმიერ ინტერნეტპროვაიდერს აქვს თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიღების საშუალება.