ცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე: „საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის ბაზრებზე საბითუმო დაშვების მომსახურების ფასების გაანგარიშების საკონსულტაციო მომსახურება“

ოუფენ ნეტი აცხადებს კონკურსს ინტერესთა გამოხატვის შესახებ: „საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის ბაზრებზე საბითუმო დაშვების მომსახურების ფასების გაანგარიშების საკონსულტაციო მომსახურება“.

პროექტი Log-in Georgia  საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის  მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის  ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ინტერნეტის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა.

პროექტს ახორციელებს და ადმინისტრირებას უწევს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ოუფენ ნეტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობითა და კომუნიკაციების კომისიის მონაწილეობით.

ოუფენ ნეტი აქვეყნებს კონკურსს ინტერესთა გამოხატვის შესახებ: „საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის ბაზრებზე საბითუმო დაშვების მომსახურების ფასების გაანგარიშების საკონსულტაციო მომსახურება“.

კონკურსის დეტალები იხილეთ თანდათულ ტექნიკურ დავალებაში  TOR 

საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა ტარდება მსოფლიო ბანკის 2016 წლის ივლისის შესყიდვების რეგულაციებით (2026 წლის სექტემბრის განახლება).

საკონსულტაციო კომპანიებმა, რომლებსაც სურთ ინტერესი გამოხატონ გამოცხადებულ კონკურსში, უნდა წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია, რომელიც უპასუხებს ტექნიკურ დავალებაში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (იხ. თავი „პრეტენდენტის კვალიფიკაციები“).

შერჩევის ამ ეტაპზე პრეტენდენტები არ წარმოადგენენ ფინანსურ წინადადებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინფორმაციის წარმოდგენა ელექტრონულად, PDF ფორმატში, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@opennet.ge

კონკურსში მონაწილეობის (ინტერესთა გამოხატვის) ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი, დღის ბოლო.

  

სიახლეები

გაეცანი სიახლეებს