მისია და ამოცანები
საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია და ციფრული თანასწორობა
ა(ა)იპ ოუფენ ნეტის მისიაა საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია და ციფრული უთანასწორობის შემცირება, რომელიც, თავის მხრივ, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის თანაბარი შესაძლებლობები და საზოგადოებამდე მივიტანოთ ცოდნის ის ბაზა, რომელიც ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ოუფენ ნეტი ახორციელებს პროექტს Log-In Georgia, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება და რომლის ფარგლებშიც ხორციელდება, როგორც მაღალხარისხიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული წიგნიერების განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები, ინტერნეტისა და ციფრული სერვისების მოხმარება სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოების მიერ.
ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, ოუფენ ნეტი ახორციელებს საპილოტე და Log-In Georgia-ს პროექტების ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურის მართვას, სადაც ნებისმიერ ინტერნეტპროვაიდერს აქვს თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიღების საშუალება.
სიახლეები
გაეცანით სიახლეებს
Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, თბილისი-მარნეული-წალკის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი...
Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, წალკა-ახალქალაქი-ახალციხის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი...
2025 წლის 7 ნოემბერს, ა(ა)იპ ოუფენ ნეტმა გამართა ბაზრის კვლევის (Market Early Engagement) შეხვედრა „IP/MPLS აღჭურვილობის მიწოდების, ინსტალაციის...
„IP/MPLS აღჭურვილობის მიწოდების, ინსტალაციის და შესაბამისი სერვისების მიწოდების” შესყიდვასთან დაკავშირებით ოუფენ ნეტი აცხადებს ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით...
ოუფენ ნეტი ინჟინრის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა...
პროექტ Log-In Georgia-ს 2024 წლის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე დოკუმენტის ჩამოტვირთვა – OpenNet_SPPFS_LoginGeorgia_FY24
...