IP/MPLS ქსელის და მასთან დაკავშირებული კომპონენტების შესყიდვის ტენდერი

“Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში მონაცემთა გადაცემის ქსელის (IP/MPLS) და მასთან დაკავშირებული კომპონენტების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი შესყიდვის რეგულაციების შესაბამისად. ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისა და მონაწილეთა შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება Pre-Bid შეხვედრა 2025 წლის 15 ივლისს, ონლაინ, Zoom პლატფორმის საშუალებით.   ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=636129&lang=ge

განცხადების ნომერი: DEP250000018

Log In Georgia    წარმოადგენს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ციფრული უთანასწორობის შემცირებას ერთიანი, ნეიტრალური, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნით და რომელიც საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ქმნის მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას.

 

სიახლეები

გაეცანი სიახლეებს