A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: content

Filename: modules/share_model.php

Line Number: 83

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: title

Filename: modules/share_model.php

Line Number: 93

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: content

Filename: modules/share_model.php

Line Number: 95

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის განხორციელების ეტაპები

პირველ ეტაპზე განხორციელდა საპილოტე პროექტი, რომელიც მოიცავდა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას გურიის რეგიონის, ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში. (ძირითადი პარამეტრები: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - 140 კმ). 

ამასთან, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia". საპილოტე ქსელის მშენებლობა, სწორედ, ამ დიდი პროექტის დასაწყისია, რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს იქნება დაახლოებით 1000 დასახლებული პუნქტი (მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები). პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს, დაახლოებით, 500,000 ადამიანი.

პროექტი ხორციელდება „ოუფენ ნეტის“ მიერ, ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.