ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

საპილოტე ქსელის მშენებლობა გურიის რეგიონის 49 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება

03.08.2020

ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის - მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) პროექტირება-მშენებლობას შპს „პარვუს  ჯგუფი“ განახორციელებს. აღნიშნულ კომპანიასა და „ოუფენ ნეტს“ შორის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.  

პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებისა და თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტი განხორციელდება გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე  - 145 კილომეტრი.

 საპილოტე რეგიონის სამშენებლო არეალი:

ასკანა, ახალსოფელი, ბაილეთი, ბაღდადი, ბოგილი, განთიადი, გაღმა დვაბზუ, გომი, დაბალი ეწერი, დვაბზუ, ვაკე, ვაკიჯვარი, ვანისქედი, ზედა ბახვი, ზედა უჩხუბი, ზედა ძიმითი, ზემო მაკვანეთი, თხინვალი, იანეთი, კვაჭალათი, კონჭკათი, ლიხაური, მერია, მზიანი, მთისპირი, მოცვნარი, მშვიდობაური, ნაგომარი, ნაღობილევი, ნიაბაური, ორმეთი, ოქროსქედი, სილაური, ფამფალეთი, ქვედა ბახვი, ქვედა ძიმითი, ქვემო მაკვანეთი, შუა ისნარი, ციხისფერდი, ცხემლისხიდი, წითელმთა, ჭალა, ჭანიეთი, ჭანიეთური, ხვარბეთი, ხრიალეთი, ჯუმათი, დაბა ნარუჯა და აჭი.