FTTH ინდუსტრიის სამიტსზე მარიამ სულაბერიძემ პროექტ „Log In Georgia”-ს მნიშვნელობასა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური FTTH ინდუსტრიის სამიტი ამჯერად ბერლინში გაიმართა, სადაც ტექნოლოგიების ექსპერტებმა, ინვესტორებმა და ბიზნეს ლიდერებმა, ტრადიციულად, სფეროში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.კონფერენცია მოიცავდა 24 საექსპერტო სამუშაო შეხვედრას და 16 საკონფერენციო პანელურ სესიას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3300-ზე მეტ დელეგატი ესწრებოდა.
ოუფენ ნეტის დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ პანელურ სესიაზე - რეგიონების ციფრული უთანასწორობა, პროექტ „Log In Georgia”-ს მნიშვნელობასა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობდნენ: ლეშეკ დროზდი - Fiberhost-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (პოლონეთი); რობერტ მოურიკი - ირლანდიის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (ComReg) თავჯდომარე; პედრო აბადი - „ASTEO Red Neutra"-ს დამფუძნებელი (ესპანეთი); მაიკ სურეი - „Alncom“-ის თავჯდომარე (ბრიტანეთი).
სპიკერებმა მიმოიხილეს რეგიონებსა და მუნიციპალურ ცენტრს მოწყვეტილ სოფლებში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობის გზაზე დღემდე არსებული დაბრკოლებები და მათი მოგვარების გზები, ციფრული უთანასწორობის შემცირების შესაძლებლობები და პერსპექტივები.