პროექტ Log-In Georgia-ს ფარგლებში, ინჟინრის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე
15.01.2024
საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა ჭიათურა-საჩხერის და ზესტაფონი-ხარაგაულის რეგიონებში (დეტალები ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულებზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=531744&lang=ge და https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=544161&lang=ge). საკონსულტაციო მომსახურება უზრუნველყოფს ერთი მხრივ, სამშენებლო სამუშაოების შესრულებას შეთანხმებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში და, მეორე მხრივ, თანხვედრას დამტკიცებულ პროექტთან, ტექნიკურ, გარემოსა და სოციალურ მოთხოვნებთან.
დეტალური ინფორმაცია დავალების შესახებ იხილეთ ბმულზე: