ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

მარიამ სულაბერიძემ საქართველოს მე-9 ინტერნეტ მმართველობის ფორუმში GeoIGF 2023 მიიღო მონაწილეობა

14.12.2023

„ციფრული უთანასწორობის შემცირებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრატრუქტურის გამვითარების პროცეში, „ოუფენ ნეტს“  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს. 2020-2023  შედეგებით, ჩვენ აშენებული გვაქვს 800-კმ-ზე მეტი ოპტიკური მაგისტრალი, ხოლო საერთო ჯამში, დასრულებული და მიმდინარე  ტენდერების მოცულობა შეადგენს  2,100 კმ-ზე მეტს. აშენებული ინფასტრუქტურის პარალელურად, ჩვენი ქსელის გამოყენება კერძო ტელეკომ -ოპერატორების მხრიდან არის მზარდი და  კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის მოდელი, რომელიც სახელმწიფომ გადაწყვიტა - არ შესულიყო კონკურენციაში კერძო  ოპერატორებთან, არამედ ხელი შეეწყო  მათთვის ბიზნესის განვითარებაში,  იყო და არის ძალიან მძნიშვნელოვანი“, -  აღნიშნა „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა,  მარიამ სულაბერიძემ  საქართველოს მე-9 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2023 - ზე გამოსვლისას.

მარიამ სულაბერიძემ ასევე ისაუბრა 2024-2025 წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონის მნიშვნელობაზე და უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეითხვებს.

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირებს აერთიანებს. წლევანდელი ფორუმის ორგანიზატორია მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომუნიკაციების კომისია, ხოლო მხარდამჭერები არიან USAID, ევროპის საბჭო, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC), ასევე ლოკალური მხარდამჭერია ასოციაცია GRENA და საქართველოს ელექტრონული ვაჭრობის პალატა.