„ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლებმა, კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრები გამართეს
11-12 დეკემბერს, ქუთაისში, „ოუფენ ნეტის “წარმომადგენლებმა, კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრები გამართეს, სადაც “Log-in Georgia”-ს, პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრებს, ძირითადად, იმერეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში წარმოდგენილი ტელეკომ-ოპერატორების, მათ შორის: „ჯინეტის“, „აირმაქსის“, „გრინ ნეთვორქსის“, „ვიჯიესნეტის“, „სვირინეტის“, „ლუკნეტის“ ,„მეგა-ტვ-ის“ „ჰაილაინის“, წარმომადგენლები, ასევე „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, უჩა სეთური ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო ინტერნეტიზაციის პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური თუ სოციალური საკითხები; კიდევ ერთხელ შეფასდა საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და ტელეკომ-ოპერატორების მხრიდან გამოითქვა პროექტში ჩართვის მზაობა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ოუფენ ნეტი არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.