ქუთაისისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერიებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წყალტუბო-ვარციხე-ხონისა და აბაშა-სენაკის მიმართულებებზე ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მიმართულებები მოიცავს: ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ვანის, ხონის, აბაშის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია.
პროექტთან დაკავშირებით 8 – 9 ნოემბერს ქუთაისისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერიებში, ოუფენ ნეტის, ქსელის მშენებელი კომპანიების, ასევე აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებისა და წარმომადგენლების ჩართულობით, სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე განხილული იყო ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეების ჩართულობით, ოპტიკური ქსელის მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული მიმართულებები ერთობლივად მოიცავს 480 კმ ოპტიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც დამატებით 31,000-ზე მეტი მოსახლისთვის შექმნის ხარისხიან ინტერნეტთან, ტელევიზიასთან და სხვა ციფრულ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობებს.