ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
Log in Georgia

პროექტ Log-In Georgia-ს ფარგლებში, ინჟინრის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე

05.10.2023

საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა აბაშა-სენაკის რეგიონში (დეტალები ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე:  https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=513621&lang=ge) და წყალტუბო-ვარციხე-ხონის რეგიონში (დეტალები ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე:  https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=512816&lang=ge). საკონსულტაციო მომსახურება უზრუნველყოფს  ერთი მხრივ,   სამშენებლო სამუშაოების შესრულებას შეთანხმებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში და, მეორე მხრივ, თანხვედრას   დამტკიცებულ პროექტთან, ტექნიკურ, გარემოსა და სოციალურ მოთხოვნებთან.

დეტალური ინფორმაცია დავალების შესახებ  იხილეთ ბმულზე: https://opennet.ge/eng/list/show/190-Engineer-Consultancy-Services-for-Civil-Works-of-Fiber-Optic-infrastructure-rollout-Abasha-Senaki-and-Tskaltubo-Vartsikhe-Khoni