FTTH 2023-ზე მარიამ სულაბერიძემ საქართველოში მიმდინარე საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი „Log In Georgia“ წარადგინა

მსოფლიოს ერთ-ერთ მასშტაბურ FTTH ინდუსტრიის სამიტს წელს მადრიდმა უმასპინძლა. სამდღიანმა კონფერენციამ ინდუსტრიის 100-ზე მეტი ლიდერი და ათასობით დელეგატი გააერთიანა. ტექნოლოგიების ექსპერტებმა, ინვესტორებმა და ბიზნეს ლიდერებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს.
ოუფენ ნეტის დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ კონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე პროექტი „Log In Georgia“ წარადგინა, რომელიც ციფრული უთანასწორობის შემცირების მიზნით ხორციელდება და ერთიანი, ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
ღონისძიების ფარგლებში, სექტორის ლიდერებთან ერთად, გაზიარებული იქნა მსგავსი ტიპის პროექტებში არსებული პრობლემები, ბარიერები და მათი მოგვარების გზები.
FTTH კონფერენცია, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ არის ორგანიზებული, 2004 წლიდან იმართება ევროპის სხვადასხვა ქალაქში. სამდღიანი ღონისძიება მათ შორის მოიცავს კონფერენციებს, ვორქშოფებს, გამოფენებს და პრაქტიკულ დემო ვერსიებს.