ჩოხატაური-სამტრედიის მიმართულებაზე ოპტიკური ქსელის მშენებლობა წარმატებით დასრულდა
30.03.2023

პროექტ “Log-in Georgia”-ს ფარგლებში, ოპტიკური ქსელის მშენებლობა წარმატებით დასრულდა ჩოხატაური-სამტრედიის მიმართულებაზეც.
აშენებული ინფრასრტუქტურა მოიცავს 140 კმ-იან ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, რაც 9, 000 მოსახლისთვის ქმნის ხარისხიან ინტერნეტთან, ტელევიზიასთან და სხვა ციფრულ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას.
პროგრამის განხორციელებით რეგიონებში წარმოდგენილ ტელეკომ-ოპერატორებს ეძლევათ საშუალება განავითარონ საკუთარი ბიზნესი, - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ოუფენ ნეტი არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.