ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებაზე საპროექტო სამუშაოები დაიწყო

12.07.2022

პროექტ „Log-in Georgia“-ს ფარგლებში, ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, აჭარის მიმართულებაზე პროექტირების ეტაპი დაიწყო.

საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "TRANS ENGINEERING GROUP“-ი.

ქობულეთი - ხელვაჩაურის მიმართულება მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს:

 ობულეთის მუნიციპალიტეტი:

 დაგვა, ზედა კვირიკე, ზედა სამება, ქვედა აჭყვა, ქვედა დაგვა, ქვედა კვირიკე, ხალა, ხუცუბანი.

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი:

აგარა (ორთაბათუმის თემი), აგარა (თხილნარის თემი), აჭარის აღმართი, აჭარისწყალი, განახლება, ზანაქიძეები, ზედა ახალშენი, ზედა თხილნარი, ზედა ჩხუტუნეთი, ზემო ჯოჭო, კაპნისთავი, კიბე, კირნათი, მარადიდი, მასაურა, მაღლაკონი, მახო, ომბოლო, ორთაბათუმი, სამება, სიმონეთი, ქედქედი, ქვედა ჩხუტუნეთი, ქვემო ჯოჭო, ყოროლისთავი, ჩიქუნეთი, ჭარნალი, ხეღრუ.