„საერთაშორისო კავშირის საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების“ განხორციელების მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა
„Log-In Georgia“-ს პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს, ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” გამოაცხადა ინტერესთა გამოხტვა „საერთაშორისო კავშირის (საქართველოში ციფრული ჰაბის და მონაცემთა რეგიონული ცენტრის ჩათვლით) საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების“ განხორციელებაზე (იხ. ბმული: https://opennet.ge/geo/list/show/132-Log-In-Georgia-s-proeqtis-farglebshi-saertashoriso-kavshiris-saqartveloshi-tsifruli-habis-da-monatsemta-regionuli-tsentris-chatvlit-sainvestitsio-mimzidvelobis-shesakheb-sakonsultatsio-momsakhurebis-gankhortsielebis-miznit-tskhaddeba-motsveva-interesta-ga ).
ვითვალისწინებთ საკონსულტაციო კომპანიების თხოვნას და გაცნობებთ, რომ ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა 2022 წლის 05 აგვისტოს 17:30 სთ-მდე.
შეგახსენებთ, რომ ინტერესთა გამოხატვის შესახებ დაინტერესებულმა კომპანიებმა ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, pdf ფორმატში, შემდეგ მისამართზე: procurement@opennet.ge