ჩოხატაური-სამტრედიის მიმართულებაზე საპროექტო სამუშაოები იწყება

ჩოხატაური-სამტრედიის მიმართულებაზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შპს „ენ სისტემი“ განახორციელებს, რომელიც მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად დაახელდა.
პროექტთან დაკავშირებით, ოუფენ ნეტის წარმომადგენლემა ქსელის მშენებელ კომპანიასთან ერთად, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები გამართეს აბაშაში, ჩოხატაურსა და სამტრედიაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ადმინისტრაციული ერთეულებიდან, სადაც დაგეგმილია ოპტიკური ქსელის მშენებლობა.
აღნიშნული მიმართულება მოიცავს 20 დასახლებულ პუნქტს, 140 კმ ოპტიკურ ინფრასტრუქტურას და 9, 000 მოსახლეს.
ასაშენებელი არეალებია:
აბაშის მუნიციპალიტეტში - სოფ. გამოღმა ზანათი, სოფ. გამოღმა კოდორი, სოფ. გაღმა ზანათი, სოფ. გაღმა კოდორი, სოფ. გულეიკარი, სოფ. ეწერი, სოფ. კეთილარი, სოფ. ნაესაკავო, სოფ. სუჯუნა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში - სოფ. გორმაღალი და სოფ. ზემო ნოღა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში -სოფ. ბჟოლიეთი, სოფ. ბურნათი, სოფ. ვაზიანი, სოფ. ზოტი, სოფ. კოხნარი სოფ. საჭამიასერი, სოფ. ქვაბღა, სოფ. ქვემო ხეთი, სოფ. ჩხაკაურა, სოფ. ხევი.
მიმდინარე ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მიმართულებებზეც. ამასთან, ხელშეკრულების მოლაპარაკების პროცესი დასრულების ეტაპზეა ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებაზეც.