საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
Log in Georgia

მსოფლიო ბანკი საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

PrintPDF
10.07.2020

მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიას და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც  უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის  საჭიროება კიდევ უფრო  მნიშვნელოვანი გხდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი  მუშაობის ციფრულ პლატფორმებზე გადავიდა.

 „Log in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაზე მიმართულია სხვადასხვა  ღონისძიება,  მათ შორის -  საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილების საფუძველზე,  ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს.  

 

პროექტი  "Log in Georgia"  მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

  • პირველ კომპონენტი მოიცავს ინფრასტრუქტურის მშენებლობას და გარემოს გაუმჯობესებას ციფრული განვითარებისთვის. ქსელის მშენებლობის კომპონენტი უზრუნველყოფს როგორც პასიურ, ისე აქტიურ ინფრასტრუქტურას.  ასევე, მხარს უჭერს სამართლებრივი, პოლიტიკური და მარეგულირებელი ინსტრუმენტების განვითარებას; ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების შექმნას, რომელიც გათვალისწინებულია 2020 წელს მიღებულ ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში.  

 

  • მეორე კომპონენტი ხელს უწყობს ციფრული სერვისების გამოყენების განვითარებას მოსახლეობაში. ამ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ციფრული წიგნიერების განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები. ამავდროულად, ჩატარდება სპეციალური ღონისძიებები, რათა გაიზარდოს ინტერნეტისა და ციფრული სერვისების მოხმარება სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული უნარების მქონე საზოგადოებაში.