საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ოუფენ ნეტი
PrintPDF

საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ",  2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“.

„ოუფენ ნეტი“ საქმიანობას ახორციელებს 2016 წლის 28 ივლისს მთავრობის მიერ დამტკიცებული #375 დადგენილების შესაბამისად. იხ.ბმული https://matsne.gov.ge/ka/document/view/3355632

დადგენილება# 375

 

 

დადგენილების მიხედვით:

  • პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მართვაში გადაეცემა "ოუფენ ნეტს"
  • პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი (მათ შორის, საპილოტე ნაწილი) არ გასხვისდება და არ გადაეცემა მართვაში სხვა ოპერატორს, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში
  • "ოუფენ ნეტი" ვალდებულია, სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურებები
  • "ოუფენ ნეტი" არ მიაწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს