საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
Log in Georgia

''LOG IN GEORGIA'' -ს პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ჩარჩოდოკუმენტები მომზადდა

PrintPDF
16.07.2020

"Log in Georgia" -ს პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შემუშავდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ჩარჩოდოკუმენტები, რომლებიც აღწერს პროექტის ზემოქმედებას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და მასთან დაკავშირებულ ასპექტებს.

დოკუმენტაცია ქვეყნდება პროგრამით დაინტერესებული მხარეებისთვის, გაცნობისა და  შემდგომი განხილვის მიზნით.

ვირტუალური საჯარო განხილვის თარიღი დამატებით ეცნობება პროექტში ჩართულ  ყველა ადრესატს.

 

ESMF.docx

 

ESCP.docx

 

LMP.docx

 

SEP.docx

 

RPF.docx

 

 

  1. Environmental and Social Management Framework (ESMF) - გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის ჩარჩო (ESMF) - დოკუმენტი წარმოადგენს პროექტთან დაკავშირებით არსებული გარემოსდაცვითი და სოციალური ჩარჩოს ზოგად მიმოხილვას და მოიცავს  რისკებს, ზემოქმედებებს, შემამსუბუქებელ ზომებს და სხვა ძირითად ინფორმაციას
  2. Environmental and Social Commitment Plan (ESCP) - გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმა (ESCP) - დოკუმენტში მოცემულია პროექტის ფარგლებში აღებული სხვადასხვა ვალდებულება, პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების შემსუბუქების მიმართულებით
  3. Labor Management Procedures (LMP) - შრომის მენეჯმენტის პროცედურები (LMP) - დოკუმენტი მოიცავს პროექტის განსახორციელებლად ადამიანური რესურსების გამოყენების მარეგულირებელ სხვადასხვა კანონს, მიდგომებსა და პროცედურებს
  4. Stakeholder Engagement Plan (SEP) - დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა (SEP) - დოკუმენტში განხილულია პროექტში მონაწილე სხვადასხვა მხარის ჩართულობა და ჩამოყალიბებულია პროექტის განხორციელების პერიოდში მათი ურთიერთობის ჩარჩო
  5. Resettlement Policy Framework (RPF) - განსახლების პოლიტიკის ჩარჩო (RPF) - დოკუმენტი არეგულირებს  სიტუაციებს, როდესაც საჭირო ხდება ნებისმიერი ტიპის გადასახლება ან სხვაგვარად ექმნება დაბრკოლება პროექტის განხორციელებას

 

ESMF_Geo.doc.docx

 

ESCP_Geo.doc.docx

 

LMP_Geo.doc.docx

 

SEP_Geo.doc.docx

 

RPF_Geo.doc.docx

 

 

ჩარჩოდოკუმენტები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის გარემოსა და სოციალური დაცვის პოლიტიკასთან.