საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
შესყიდვები

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ოუფენ ნეტი აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციას

PrintPDF
05.03.2018

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში,  ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშენებლობის მიზნით,  ოუფენ ნეტი აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციას. 

პასიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა დაგეგმილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთისა და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებებით.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი დოკუმენტაციით:

----------------------------------------

მოთხოვნა წინადადებასა და ფასთა კვოტირებაზე

  • დანართი A — პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
  • დანართი B — აფიდავიტი
  • დანართი C — სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი  (რომელსაც თავის მხრივ, აქვს შემდეგი დანართები):
    • დანართი N1 — ქსელის სარეკომენდაციო ტოპოლოგია (სეგმენტებად დაყოფილი);
    • დანართი N2 — დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, ლოკაცია, დაშვების წერტილის ტიპი;
    • დანართი N3 — ოპტიკური ძარღვების გადანაწილება და რაოდენობა;
    • დანართი N4 — ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები (ნაწილი 1);
    • დანართი N5 — ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები (ნაწილი 2);
    • დანართი N6 — სეგმენტები და მათი თანმიმდევრობა (რიგითობა);
    • დანართი N7 — უზრუნველყოფის საშუალებები და გარანტია;
    • დანართი N8 — მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება;
    • დანართი N9 — პირგასამტეხლო ვადის გადაცილებისთვის.

 ---------------------------------------------------------------

იხილეთ შესყიდვების პროცესის თანმხლები დოკუმენტაციის სრული პაკეტი:

Docs.zip

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 16 მარტის ჩათვლით, მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ოუფენ ნეტსა და დაინტერესებულ მიმწოდებლებს შორის ინტერაქტიულ ურთიერთთანამშრომლობას. კერძოდ, დოკუმენტაციის განხილვის პროცესში, ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება წინამდებარე დოკუმენტში მითითებული ელექტრონული საფოსტო მისამართის გამოყენებით დააფიქსიროს ნებისმიერი რაოდენობისა და შინაარსის კითხვა, განმარტების მოთხოვნა, უკმაყოფილება, გაუგებრობა, დოკუმენტაციის შიგთავსის მოდიფიცირების სურვილი და ა.შ. ავტორების ანონიმურობის დაცვით, აღნიშნული კითხვები და ოუფენ ნეტის პასუხები გასაჯაროვდება ოუფენ ნეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებული კომპანიისთვის.