წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებაზე წარმატებით დასრულდა ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაოები
29.12.2022
პროექტ “Log-in Georgia”-ს ფარგლებში, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებაზე წარმატებით დასრულდა ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაოები.
აშენებული ინფრასტრუქტურა მოიცავს 140 კმ-იან ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალსა და სერვისის მიწოდების 29 წერტილს. აღნიშნული მაგისტრალი სრულად ფარავს როგორც ლენტეხისა და ცაგერის ყველა, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 დასახლებულ პუნქტს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია.
საერთო ჯამში, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებაზე აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ქმნის 11,000-ზე მეტი მოსახლისთვის ხარისხიან ინტერნეტთან, ტელევიზიასთან და სხვა ციფრულ სერვისებთან წვდომის თანამედროვე შესაძლებლობას.