საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის განხორციელების ეტაპები
PrintPDF

 

პროგრამის განხორციელების ეტაპები

პირველ ეტაპზე ხორციელდება საპილოტე პროექტი, რომელიც მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას გურიის რეგიონის, ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში. (ძირითადი პარამეტრები: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - 140 კმ). 

აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვება უზრუნველყოფილი იქნება, არაუგვიანეს, 2021 წლის 28 თებერვლისა.

მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia". საპილოტე ქსელის მშენებლობა, სწორედ, ამ დიდი პროექტის დასაწყისია, რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს იქნება დაახლოებით 1000 დასახლებული პუნქტი (მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები). პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს, დაახლოებით, 500,000 ადამიანი.

პროექტი განხორციელდება „ოუფენ ნეტის“ მიერ, ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.