საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
შესყიდვები

ოუფენ ნეტი აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას

PrintPDF
10.05.2018

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშენებლობის მიზნით, ოუფენ ნეტი აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას.

პასიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა დაგეგმილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთისა და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებებით.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი დოკუმენტაციით:

Docs-FINAL

  

 

შეგახსენებთ, რომ დალუქული კონვერტების წარდგენა შესაძლებელია 2018 წლის 11 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით ნებისმიერ სამუშაო დღეს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ოუფენ ნეტის სათავო ოფისში.

კონვერტების ჩაბარების ბოლო ვადა არის 2018 წლის 30 მაისი, 16:00 საათი.

საკვალიფიკაციო კონვერტები გაიხსნება 31 მაისს, 15:00 საათზე.