საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
განცხადებები

შესყიდვების თარიღები გადავადდა

PrintPDF
16.03.2018

გაცნობებთ, რომ 16 მარტს, კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების ბოლო დღეს, ოუფენ ნეტში შემოვიდა 50-მდე კითხვა, რომელთა განხილვასა და პასუხების მომზადებას ესაჭიროება გარკვეული დრო.

კითხვათა ნაწილის განმარტებები, სავარაუდოდ,  გამოიწვევს სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის რედაქტირებას.

აქედან გამომდინარე, გადავადდა, როგორც ოუფენ ნეტის მიერ ზემოხსენებული დოკუმენტაციის განახლებული პაკეტის (ბოლო ვერსიის) გამოქვეყნება, ასევე პრეტენდენტთა მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტებისა და ფასთა კვოტირების მომზადების პერიოდი და დალუქული კონვერტების წარდგენის ბოლო ვადა.