საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
განცხადებები

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ოუფენ ნეტი აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციას

PrintPDF
05.03.2018

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში,  ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშენებლობის მიზნით,   ოუფენ ნეტი აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციას.   

პასიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა დაგეგმილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთისა და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებებით.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ “ოუფენ ნეტის” http://opennet.ge/geo/list/show/34-optikur-bochkovani-infrastruqturis-msheneblobis-miznit-oufen-neti-aqveknebs-sakhelmtsifo-sheskidvistvis-sachiro-dokumentatsias  და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს http://procurement.gov.ge/Market-research/opennet.aspx ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით.         

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 16 მარტის ჩათვლით, მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ოუფენ ნეტსა და დაინტერესებულ მიმწოდებლებს შორის ინტერაქტიულ ურთიერთთანამშრომლობას. კერძოდ, დოკუმენტაციის განხილვის პროცესში, ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება წინამდებარე დოკუმენტში მითითებული ელექტრონული საფოსტო მისამართის გამოყენებით დააფიქსიროს ნებისმიერი რაოდენობისა და შინაარსის კითხვა, განმარტების მოთხოვნა, უკმაყოფილება, გაუგებრობა, დოკუმენტაციის შიგთავსის მოდიფიცირების სურვილი და ა.შ. ავტორების ანონიმურობის დაცვით, აღნიშნული კითხვები და ოუფენ ნეტის პასუხები გასაჯაროვდება ოუფენ ნეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებული კომპანიისთვის.