საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
განცხადებები

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ოუფენ ნეტი აცხადებს მოთხოვნას ინტერესთა გამოხატვაზე

PrintPDF
28.02.2018

საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში, ოუფენ ნეტი  აცხადებს მოთხოვნას ინტერესთა გამოხატვაზე.

ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობით დაინტერესებულ მსურველებს გთხოვთ, სამი სამუშაო დღის ვადაში, წერილობით დააფიქსიროთ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის  სურვილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   office@opennet.ge  

ინტერესთა გამოხატვის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 5 მარტს, ოუფენ ნეტი  გამოაქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულ პაკეტს.  ინფორმაცია განთავსდება ოუფენ ნეტისა (opennet.ge/geo/list/21/gantskhadebebi) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (www.procurement.gov.ge) ვებ-გვერდებზე. დაინტერესებულ მხარეებს შორის, ამავე დღეს, ჩაირთვება კითხვა - პასუხის რეჟიმი.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე, იგეგმება პასიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება და  მშენებლობა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთისა და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებებით.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის.