საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ტერმინთა განმარტება
საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ- ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
  • დაშვების წერტილი

    ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო კვანძი, რომელიც იძლევა სხვა ოპერატორებისათვის ღია დაშვების მომსახურების მიწოდების საშუალებას.

  • ზღვრული მოცულობები

    დასახლებული პუნქტებისათვის საკონკურსო საბჭოს მიერ  წინასწარ განსაზღვრული  ზღვრული მოცულობები, რომლის ფარგლებში ბენეფიციარს აქვს ვალდებულება მიაწოდოს სხვა ავტორიზებულ პირებს ღია დაშვების მომსახურება;

  • თეთრი ზონა

    იმ დასახლებული პუნქტების ერთობლიობა, რომელთა კოორდინატიდან 2 კმ რადიუსში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით ან ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ არის  ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული  ოპტიკური ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა რომელიც უწყვეტად დაკავშირებულია  ოპერატორების ოპტიკურ მაგისტრალებთან. 

  • საკონკურსო საბჭო

    ამ პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი საბჭო, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომინიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

  • სატელეკომუნიკაციო კვანძი

    პასიური ან/და აქტიური  ელემენტების  ერთობლიობა, რომელიც  უზრუნველყოფს  ელ.საკომუნიკაციო ქსელის ერთიანობას და მის ფარგლებში მაღალი გამტარობის საკომუნიკაციო არხების  საშუალებით მონაცემთა გადაცემას.

  • ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა

    ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის აპარატურის და სხვა დამხმარე მოწყობილობების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი გამტარობის საკომუნიკაციო არხების მოწყობის შესაძლებლობას ერთზე მეტ სატელეკომუნიკაციო კვანძს შორის;

  • ღია დაშვების მომსახურება

    ბენეფიციარის ან/და დროებითი მმართველის მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის სატრანზიტო, მათ შორის ოპტიკური წვილებითა და  გამოყოფილი არხებით მომსახურების, მიწოდება ამ პროგრამის შესაბამისად, ამავე პირების მიერ მოწყობილი დაშვების წერტილიდან ამავე პროგრამით მოწყობილი ქსელის ფარგლებში. ღია დაშვების მომსახურების აუცილებელი პირობაა არადისკრიმინაციული ჩართვა და მომსახურება, მომსახურების დადგენილი ხარისხის, ტექნიკური პარამეტრებისა და სერვისის აქტივაციის ვადის დაცვით.